გიწვევთ ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება და საჯარო წესრიგი“
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს, ადვოკატებს, პრაქტიკოს იურისტებს, მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და თემით დაინტერესებულ პირებს ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება და საჯარო წესრიგი“.
ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 21 ნოემბერს, 17 საათზე ზუმის პლათფორმით.
მომხსენებლები:
ნანა მჭედლიძე – სამართლის დოქტორი, ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.
მოხსენების თემა- „გამოხატვის თავისუფლება და მისი შეზღუდვის ცალკეული საფუძვლები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით.“
კახა წიქარიშვილი – „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამგეობის წევრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.
მოხსენების თემა – „შერჩეული გადაწყვეტილებები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდან.“
მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ღონისძიება გაიმართება პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.
შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდებზე.
დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 20 ნოემბრის 18 საათამდე აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/C4TyNcYXxX3BPig87
დისკუსიის დღის წესრიგი
2026 წლის 21 ნოემბერი, 17:00
ონლაინ სამეცნიერო დისკუსია
მონაწილეთა მისალმება
17:00-17:10
მოხსენებები:
17:10 – 17:40
ნანა მჭედლიძე – „გამოხატვის თავისუფლება და მისი შეზღუდვის ცალკეული საფუძვლები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით.“
17:40-18:10
კახა წიქარიშვილი – „შერჩეული გადაწყვეტილებები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდან.“
18:10-18:40 – დისკუსია
18:40 – შეჯამება