გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება და საჯარო წესრიგი“.

2026 წლის 21 ნოემბერს ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით პროგრამა ზუმის მეშვეობით გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისსკუსია „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება და საჯარო წესრიგი“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამართლის დარგის მეცნიერები და მკვლევრები, პრაქტიკოსი იურისტები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები.

დისკუსიაზე მოხსენებებით წარსდგენ:

ნანა მჭედლიძე – სამართლის დოქტორი, ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.

მოხსენების თემა – „გამოხატვის თავისუფლება და მისი შეზღუდვის ცალკეული საფუძვლები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით.“

კახა წიქარიშვილი – „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამგეობის წევრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

მოხსენების თემა – „შერჩეული გადაწყვეტილებები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდან.“

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ღონისძიება გაიმართა პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: